ბათუმელი მკლავჭიდელები მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ

02 სექტემბერი 2024, 19:52 737 ნახვა

მოლდოვაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც.

მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ სპორტსმენები აჭარიდან, რომლებმაც საერთო ჯამში 7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონი მარი ნოდია გახდა, ლევან პოღოსიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. 15 წლამდელთა შორის პლანეტის უძლიერესის წოდება მოიპოვა ეკა მაკარაძემ. პარამკლავჭიდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს მარინა ფუტკარაძემ და ნათია ჩხაიძემ. ანა მგელაძე ბათუმში ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში