იუსტიციის სამინისტროს განცხადება

02 სექტემბერი 2024, 19:58 412 ნახვა
00:00
00:00

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო მონაცემებით საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის 476-მა ორგანიზაციამ მიმართა.

საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ფარგლებში საჯარო რეესტრში შესაბამისი პროცედურების გავლის შესახებ.

რეგისტრაციის ვადები ამოიწურა და ახლა უკვე საჯარო რეესტრმა თავის მხრივ უნდა დაიწყოს ისეთი ორგანიზაციებს შესახებ ინფორმაციის მოკვლევა, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის. ორგანიზაციების დიდი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს და რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი