საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებისთვის მზადება დაიწყო

03 სექტემბერი 2024, 10:44 378 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საგურამოში შეკრება და ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. „ჯვაროსნებმა“ პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

საწვრთნელ პროცეში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს.

7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში