რუსეთის ომი უკრაინაში

03 სექტემბერი 2024, 13:01 278 ნახვა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი შენობები, ავტომობილები და ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

რუსულმა მხარემ დარტყმები განახორციელა სუმის ოლქზეც, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. არსებუილი ინფრომაციით, თავდასხმები განხორციელდა სხვადასხვა იარაღით, მათ შორის საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში