მოჭადრაკე მარიამ კალანდაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია 

03 სექტემბერი 2024, 13:45 1107 ნახვა

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონას“ წევრმა მარიამ კალანდაძემ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 14 წლამდე გოგონათა შორის, ვერცხლის მედალი და 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მარიამი იასპარეზებს აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ 10-23 სექტემბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს რიგით 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება.

ოლიმპიადაზე მატჩ-არბიტრის სტატუსით მიწვეულია საჭადრაკო კლუბი „ნონას“ დირექტორი გია ჭანტურია, ხოლო ამავე კლუბის მენეჯერი მარიკა ჯაფარიძე საჭადრაკო ოლიმპიადის სექტორ არბიტრი იქნება, რომელიც ქალთა ტოპ-მატჩებს განსჯის. ფიდეს 100 წლისთავთან დაკავშირებით ბუდაპეშტში გაიმართება დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა ნომინაციაში.

მსოფლიოს ექვს საუკეთესო ქალ მსაჯთა შორის ერთ-ერთ ნომინანტად მარიკა ჯაფარიძეა დასახელებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში