ვიდეო-კადრები თურქეთიდან - სარფში ნაცემი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

07 აპრილი 2017, 00:00 3308 ნახვა

ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა თურქეთში. კომენტარები და  შეფასებები  ხოფის საავადმყოფოდან.

თურქეთ-საქართველოს საზღვართან ნაცემი მოქალაქის,  როინ ლეონიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  მას სახის არეში ნახეთქი ჭრილობები აღენიშნება.

ლეონიძე თურქეთში, ქალაქ ხოფის საავადმყოფოში იმყოფება.

შემთხვევა თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტზე მოხდა. თურქმა მებაჟეებმა, საქართველოს მოქალაქე სცემეს. თვითმხილველის ინფორმაციით, ლეონიძე მეუღლესთან და სიდედრთან ერთად, დილის 6 საათზე თურქეთში გადადიოდა, როცა მესაზღვრემ ერთ-ერთ მოქალაქეს პასპორტში უკან დაბრუნების ბეჭედი ჩაურტყა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში