დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი იასპარეზებს

04 სექტემბერი 2024, 10:47 416 ნახვა
 
 
 

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი იასპარეზებს. პარა მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ამჯერად რაპირით ფარიკაობაში გამოვლენ.

შეჯიბრი, თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება,საფინალო ბლოკი კი 20:30 საათზე აიღებს სტარტს. 14:30 საათიდან პარასროლაში ვლადიმერ ჭინჭარაული მედლის მოპოვებას პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში შეეცდება.

პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს. ოქროს მედალი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლები პარატაეკვანდოისტ ანა ჯაფარიძისა და პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილის ანგარიშზეა.

ამ შედეგით კი საქართველო პარალიმპური თამაშების მონაწილე 169 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში