ქართველი პარალიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

04 სექტემბერი 2024, 09:03 339 ნახვა

პარიზიდან თბილისში დაბრუნდნენ პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. მათ თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს მოპოვებული.

ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში