ქართველი მოკრივეების წარმატება „ვოივოინას ოქროს ხელთათმანის“ ტურნირზე

04 სექტემბერი 2024, 13:39 369 ნახვა

ქართველმა მოკრივეებმა სერბეთში გამართული "ვოივოინას ოქროს ხელთათმანის" 42-ე საერთაშორისო ტურნირი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საუკეთესო შედეგი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, გიორგი ნატროშვილმა აჩვენა, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ჩემპიონი გახდა.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონების ტიტული სამველ კაზარიანმა და თემურ მორგოშიამ მოიპოვეს. მიხეილ გვასალია, რაგიმ მამედოვი, დავით მუშკუდიანი, ტიმოთე გვათუა და ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლი ნიკიტა ბარამიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

ახალგაზრდა მოკრივეები მზადებას უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში