ქუთაისის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე განსახილველად ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

04 სექტემბერი 2024, 17:50 518 ნახვა

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე განსახილველად ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.  გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდების სურვილის შესაბამისად მიიღო. 

გამოძიება რევაზ  ცეცხლაძეს არჩილ წუწუნავას განზრახ მკვლელობას და ცივი იარაღის ტარებას ედავება. ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. წინა სასამართლო სხდომაზე  სასამართლომ დასაშვებად ცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

გამოძიების ვერსიით, 15 ივლისს, ერთ-ერთ ბარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 29 წლის არჩილ წუწუნავას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.  დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში