„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

04 სექტემბერი 2024, 20:04 335 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი პარლამენტის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა და ცალკეული მუხლების შესახებ, პარლამენტის წევრების კითხვის პასუხად, განმარტებები გააკეთა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ოჯახის ცნება, მისი რეგულაციები სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც არის ასახული და ის არ განიხილება, როგორც მხოლოდ რელიგიური კატეგორია.

შარმანაშვილის თქმით, - „ოპონენტთა რიტორიკას რომ მივყოლოდით, რომლის თანახმად, ოჯახი არის მხოლოდ რელიგიური კატეგორია, მაშინ ოჯახზე ჩანაწერი არც კონსტიტუციაში არ უნდა იყოს. კანონმდებელი, ასევე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ამას ასე არ მიიჩნევს და მინდა, გითხრათ, რომ მსოფლიოშიც ასე არ უყურებენ. ოჯახის ცნებას, მის რეგულაციებს სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც ნახავთ, ჩვენი „ნოუ ჰაუ“ არ არის“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში