საზღვარზე ნაცემი მოქალაქე დაკავებულია

07 აპრილი 2017, 00:00 3637 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული დაკავებულია, სამართალდამცავებმა დააკავეს  კონფლიქტში მონაწილე თურქი პოლიციელიც. 

სარფის საბაჟოზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკავებულებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ერთმანეთს და ისინი გადაყვანილნი იყვნენ ქალაქ ხოფის სამედიცინო დაწესებულებაში. საავადმყოფო დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ უკვე დატოვა. 

როინ ლეონიძე თურქმა სამართალდამცავებმა დაკითხეს,  როგორც როინ ლეონიძის მეუღლე აცხადებს, ინციდენტში მონაწილე საქართველოში დღეს ვერ დაბრუნდება.   

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს საქართველო თურქეთის საზღვარზე, თურქეთის მხარეს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიებას თურქეთის მხარე აწარმოებს. 

ამავე კატეგორიაში