უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 138 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

05 სექტემბერი 2024, 10:42 376 ნახვა
 

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 138 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით, 3 სარაკეტო, 72 საჰაერო დარტყმა  და 4100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. აფეთქებების ხმები და  საჰაერო განგაში კიევში შვიდ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის ათობით დრონით დაესხნენ თავს. უკრაინის შეიარაღებული  საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ქვეყნის რამდენიმე ოლქის მიმართულებით გაუშვეს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა პოლტავასა და ლვოვზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, 60 ადამიანი დაიღუპა და 360-ზე მეტი დაშავდა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში