საქართველოს მორიგი მედალი პარალიმპიადიდან 

05 სექტემბერი 2024, 09:55 295 ნახვა

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ტყვიის სროლაში 50 მეტრიდან შაშხანით ვლადიმერ ჭინჭარაული ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 622.4 ქულით 25 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში კი მან 248.2 ქულა დააგროვა და საქართველოს დელეგაციას პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. ტურნირზე პირველი საპრიზო ადგილი კი 250.2 ქულით სერბმა დრაგან რისტიჩმა დაიკავა.

ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო. ამრიგად საქართველოს  აქტივში მიმდინარე პარალიმპიადაზე 4 მედალია.

ოქროს მედალი მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი დაუფლნენ. დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ერთი ქართველი იასპარეზებს.

პარაძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანი გამოვა. 24 წლის ზურაბიანი პირველ წრეში  ჩილელ ჰერერას დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში