ამერიკაში სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული

05 სექტემბერი 2024, 08:58 281 ნახვა

ჯორჯიის შტატში სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანია დაღუპული. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია ცხრა ადამიანი.

როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევას გამოეხმაურა თეთრი სახლიც.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს კოორდინაციას ფედერალებსა და ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში