ალავერდის რეაბილიტაცია

05 სექტემბერი 2024, 11:59 292 ნახვა

სტიქიის შემდეგ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები  გრძელდება.  ამ ეტაპზე მონასტერში მიმდინარეობს გუმბათიდან დაზიანებული თუნუქის საბურველის მოხსნა და გრძელდება საეპისკოპოსო სახლში კრამიტის საბურველის მოწყობა, ასევე  კიბის კონსტრუქციის აღდგენა და წყლის გადამყვანი სისტემის მოწესრიგება.

არქიტექტორ-რესტავრატორებმა კომპლექსში უკვე დაასრულეს კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი. ცნობისთვის, ზაფხულში სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

კერძოდ,  დაზიანდა ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი,  ასევე  სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები და კრამიტის სახურავები,  ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის  სახურავები. ასევე ჩამოშლილია სასახლის აივანი და ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი.

სტიქიამ ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურას.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში