უკრაინის რადამ დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა

05 სექტემბერი 2024, 13:35 382 ნახვა
 
უკრაინის პარლამენტმა დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაქცია „ხალხის ხმის“ დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ხმა 240-მა დეპუტატმა მისცა.
 
დღეს უკრაინის პარლამენტმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან, ასევე გაათავისუფლა ირინა ვერეშუკი. წინა დღით გამართული კენჭისყრისას ვერეშუკის გადაყენების ინიციატივამ საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ დააგროვა.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში