რუსეთის თავდასხმის შედეგად ლვოვში 1 ოჯახის 4 წევრი დაიღუპა

06 სექტემბერი 2024, 08:50 301 ნახვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ლვოვში  7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის  1 ოჯახის 4 წევრი, დედა და 3 შვილი.  დაშავდა 53 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია.

რუსეთი ამ დრომდე უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე გამიზნულ იერიშებს და ამტკიცებს, რომ მათი სამიზნე სამხედრო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს  ხარკოვზეც, სადაც 3 ადამიანი დაშავდა. იერიშები იყო სუმის მიმართულებითაც, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

პარალელურად უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლო ინფორმაციით, მიკოლაევის მიმართულებით ოკუპანტის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. მხოლოდ ბოლო 24 საათში რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში 330-ჯერ მიიტანა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში