სენატორმა შაჰინმა რაც თქვა, წმინდა წყლის ტყუილია - ირაკლი კობახიძე

06 სექტემბერი 2024, 15:52 285 ნახვა
 

სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, სენატორმა შაჰინმა რაც თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სენატორი შაჰინის განცხადებას, თითქოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სთხოვა, შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება, მთავრობის მეთაურმა ტყუილი, სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.

„ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში