პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავა

06 სექტემბერი 2024, 18:03 328 ნახვა

პროკურატურამ  ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართულ ოთხ პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.

ირკვევა რომ  ისინი თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ  170 ათას  ევროს.  პროკურატურის ინფორმაციითვე  თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა თანხის ნაწილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ანგარიშზე ჩარიცხა.

 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში