გიორგი ქალდანი ოქროს მედლისთვის იაპონელ პარაძიუდოისტს დაუპირისპირდება

06 სექტემბერი 2024, 18:17 338 ნახვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა მეოთხედფინლაში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და შეჯიბრების ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჩინელ ვანგს დაუპირისპირდა, მაგრამ დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 

გიორგი ქალდანმა მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი დაამარცხა, ნახევარფინალში მოქმედ პარალიმპიურ ჩემპიონს უზბეკ უჩკუნ კარანბაევს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი იუჯირო სეტო იქნება. შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში