საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში

06 სექტემბერი 2024, 20:07 325 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დასრულდა კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, - „ბათუმი ოუფენ 2024“ იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის. ორივე ასაკობრივ კატეგორიაში მედლებისთვის 250-მდე ვაჟი და გოგონა იბრძოდა. წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც 6 ოქროს, 6 ვერცხლის, 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. 

ხვალ ტურნირში უფროსი ასაკის მებრძოლები ჩაერთვებიან, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები. „ბათუმი ოუფენი“ აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. ტურნირს ესწრებიან ევროპის კონტაქტური კარატეს ფედერაციის მაღალჩინოსნები. საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია აპირებს განაცხადის გაკეთებას ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ჩატარებასთან დაკავშირებით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში