მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის

07 სექტემბერი 2024, 12:19 338 ნახვა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგან სამი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ტურნირის ფინალურ ბლოკში იასპარეზებს ლუკა ღვინჯილია, იგი ნახევარფინალში დამარცხდა და პირდაპირ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. შეჯიბრებაზე მესამე ადგილისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ ნიკოლოზ ბეშიძე და გოგა ოთინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს პონტევედრაში დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე თორნიკე მიქელაძე და აჩიკო ბოლქვაძე გავიდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში