საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ

07 სექტემბერი 2024, 14:50 614 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო და ჩეხეთი ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან.

პირველად ეს სულ ცოტა ხნის წინ, 22 ივნისს მოხდა. ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში გამართული მატჩი ფრედ, - 1:1 დასრულდა. საქართველო ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი ამავე რეიტინგში 47-ე პოზიციას იკავებს. მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. მატჩის ნახვა და ქომაგობა ბათუმში სტადიონის მიმდებარედ დიდ ეკრანზე შეგეძლებათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში