ფესტივალი „ოქროს მტევანი“ დასრულდა

07 სექტემბერი 2024, 18:03 324 ნახვა

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი" დასრულდა და ფესტივალში მონაწილე გამარჯვებული ფილმების ავტორები დაჯილდოვდნენ. ჟიურის ქართველმა და უცხოელმა წევრებმა საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარის ავტორები დაასახელეს, დააჯილდოვეს როგორც მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური, ასევე ქართული სტუდენტური ფილმების კონკურსანტები.

თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს მტევანზე" მონაწილეობის მისაღებად, 124 ქვეყნის წარმომადგენლებმა, 3 425 ფილმი წარადგინეს, საიდანაც საბოლოოდ 71 ფილმი შეირჩა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კინოხელოვნების პოპულარიზაციას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში