საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად იდეალური თამაში აჩვენა - ვილი სანიოლი

07 სექტემბერი 2024, 23:36 1203 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად იდეალური თამაში აჩვენა.

“საწყისი 10-15 წუთი ვერ ვითამაშეთ კარგად, განსაკუთრებით შეტევაში. შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ უკან არ ჩაწეულიყვნენ და მატჩის დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა გუნდმა პრაქტიკულად იდეალური თამაში აჩვენა. ბოლო წლების განმავლობაში ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.

რა თქმა უნდა,  ევროპის ჩემპიონატის შედეგ, ჩვენი მოლოდინი და ამბიცია გაიზარდა და როგორც თქვენი, ასევე ჩემი მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ ძალიან გაიზარდა. დღეს იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ ვიცით, რომ ყოველთვის ასე თამაში შეუძლებელია. მთავარია, სირთულეებს როგორ გავუმკლავდებით. ახლა უნდა მოვემზადოთ ალბანეთთან მატჩისთვის'',- განაცხადა სანიოლმა 

მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველო 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.  

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში