საპროტესტო აქცია საფრანგეთში, მიშელ ბარნიეს პრემიერად არჩევის წინააღმდეგ 

08 სექტემბერი 2024, 09:44 310 ნახვა

საფრანგეთში კონსერვატორი პოლიტიკოსის, მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად არჩევას პროტესტი მოჰყვა. სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი აქციაზე გამოვიდა. პარიზში ბასტილიის მოედანზე შეიკრიბნენ, ასევე მსგავსი გამოსვლები მოეწყო ნანტში, ნიცასა და მარსელში.

საფრანგეთის მემარცხენე პარტიები პრეზიდენტ მაკრონს ბრალს სდებენ, რომ ევროკავშირის ყოფილი კომისრის პრემიერად არჩევით მან ორი თვის წინანდელი არჩევნების შედეგები უგულებელყო.

ცნობისთვის, ბარნიეს მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, პარლამენტში 50-ზე ნაკლები დეპუტატით, მხოლოდ მე-5 ფრაქციას წარმოადგენს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში