ბათუმის შემოსასვლელში ხიდის გაფართოების სამუშაოები დაიწყო

08 სექტემბერი 2024, 12:01 790 ნახვა

ბათუმის შემოსასვლელში, თამარის დასახლებაში საავტომობილო ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო. იგეგმება ხიდის გაფართოება, რამაც ავტომობილების გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს. საცობების შექმნას ხშირად სწორედ ამ ხიდს უკავშირებდნენ.

სამუშაოებს მერიის დაკვეთით შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ ახორციელებს. მათი განცხადებით, დაგეგმილია 4 ზოლიანი გზის მოწყობა, რომლის სიფართეც 12 მეტრომდე გაიზრდება ნაცვლად არსებული 8 მეტრისა.

პროექტი ითვალისწინებს მოაჯირების კონსტრუქციების დემონტაჟს, ფეხით მოსიარულეების სივრცის ხარჯზე კი გზის სავალი ნაწილის გაფართოვებას, ქვეითებისთვის გადასასვლელი ცალკე მოეწყობა. სამუშაოების დასრულების ვადა 2 თვეა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 ათასი ლარია.

მდინარე ყოროლისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია 2020-2024 წლებშიც განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში