საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში

08 სექტემბერი 2024, 14:18 379 ნახვა

ანგისის სასროლეთზე დასრულდა ტრადიციული 29-ე საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის.

შეჯიბრებაში ქართველ მშვილდოსნებთან ერთად სპორტსმენები ყაზახეთიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვიდან მონაწილეობდნენ.

ტურნირი როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის ჩატარდა.

მომდევნო ტურნირი ქართველი მშვილდოსნებისთვის საქართველოს თასის გათამაშება იქნება, რომელიც კასპში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში