თავდასხმა იორდანიის და იორდანეს დასავლეთი ნაპირის ტერიტორიის საზღვარზე 

08 სექტემბერი 2024, 14:01 312 ნახვა

დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან თავდასხმა მოხდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უცნობმა პირმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ცეცხლი გახსნა, რასაც 3 ისრაელელი ემსხვერპლა. სამხედროებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს.

ფაქტი კომერციულ სატვირთო ზონაში მოხდა, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს და იქ იორდანიის სატვირთო მანქანებს ტვირთი დასავლეთ ნაპირზე გააქვთ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდასხმა სასტიკად დაგმო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში