გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 სექტემბერი 2024, 15:47 259 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გმობს დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა.

ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ისრაელისთვის მძიმე დღეა.

„ეს ძალიან მძიმე დღეა. ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან თავდასხმის დროს, ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა. თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან, სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი, ცეცხლი გახსნა. ისრაელმა იორდანიასთან ყველა სახმელეთო გადასასვლელი დახურა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში