ვფიქრობ, ეს პარალიმპიური თამაშები, რომელიც შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა შშმ ადამიანებისთვის მოტივაცია იქნება - რატი იონათამიშვილი

08 სექტემბერი 2024, 15:55 293 ნახვა

დღე არ გავა, რომ მედალი არ მოვიპოვოთ და ეს შედეგი რეკორდულია, ვინაიდან, აქამდე, მხოლოდ, 4 მედალი გვქონდა ისტორიაში, ახლა კი, უკვე 8 მედალი გვაქვს, - განაცხადა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა.

„ეს არ არის ყველაფერი, ჯერ ჩვენი სიტყვა პარალიმპიადა 2024-ზე ბოლომდე არ გვითქვამს. მე ვფიქრობ, რომ ეს პარაოლიმპიური თამაშები, რომელიც შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, იქნება მოტივაცია ახალგაზრდა შშმ ადამიანებისთვის. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი და მოძრაობა არის ერთი ოჯახი და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

პარიზის პარალიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში