საქართველომ პარალიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა

09 სექტემბერი 2024, 10:32 453 ნახვა
 

ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები საქართველომ ისტორიული შედეგით დაასრულა.

ქართულმა დელეგაციამ პარიზში 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.

პარიზი 2024-ზე ქართველმა პარასპორტსმენბმა უფრო მეტი მედალი მოიპოვეს, ვიდრე ისტორიაში ჯამურად ყველა პარალიმპიადაზე ერთად მოუპოვებიათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში