საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში „BATUMI OPEN 2024“ დასრულდა 

09 სექტემბერი 2024, 10:33 372 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, - „ბათუმი ოუფენ 2024“. წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც 6 ოქროს, 6 ვერცხლის, 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ 4 ბრინჯაოს და 1 ოქროს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, პირველი ადგილი კი ყაზახეთის ნაკრებმა დაიკავა. აბსოლუტური წონითი კატეგორიის ფინალი დავით მსხალაძემ მოიგო, რომელმაც ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა და ტურნირი საქართველოს ჰიმნით დახურა.

„ბათუმი ოუფენს“ ევროპის კონტაქტური კარატეს ფედერაციის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, რომლებმაც ტურნირის კარგი ორგანიზებისთვის აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცინცაძე საგანგებო დიპლომით დააჯილდოვეს. მათივე განცხადებით, ბათუმი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძლად განიხილება.

ევროპის ჩემპიონატზე გაწეული საინფორმაციო მხარდაჭერისთვის საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ ჟურნალისტს ირაკლი დარცმელიძეს და ოპერატორს ვალერი ვახტანგაძეს სიმბოლურად, ეროვნული ნაკრების სახელობითი ფორმები გადასცა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში