ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი „ბათუმი 2024 ატეიტის თასი“

09 სექტემბერი 2024, 10:05 385 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ ანგისის საწვრთნელ ბაზაზე გრძელდება ტრადიციული საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი „ბათუმი 2024 ატეიტის თასი“.

შეჯიბრებაში, რომელიც ექვს ეტაპად ტარდება, ქართველ ფეხბურთელებთან ერთად გუნდები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან და ლიეტუვადან მონაწილეობენ.

ასპარეზობაში 90-ზე მეტი გუნდია ჩართული და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იმართება. პირველ-ორ ეტაპზე „ატეიტის თასის“ გამარჯვებულები ქართული გუნდები გახდნენ. 13-წლამდელთა შორის ფოთის „კოლხეთმა“ გაიმარჯვა, 14-წლამდელთა შორის კი ჩემპიონი „იბერია 1999“ გახდა.

მესამე ეტაპი, რომელიც 12-წლამდელთა შორის უკვე დასრულდა, თბილისის „ლოკომოტივმა“ გაიმარჯვა, რომელმაც პენალტების სერიაში ბათუმის „დინამო“ დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში