იორდანიის საზღვართან თავდასხმის დროს ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა

09 სექტემბერი 2024, 09:44 239 ნახვა

დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდამსხმელი გაანეიტრალეს. იორდანია აცხადებს, რომ დახურა საზღვარი და ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში