ტყის ხანძარი კალიფორნიაში 

10 სექტემბერი 2024, 09:05 216 ნახვა

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კალიფორნიის სამხრეთით, სან-ბერნარდინოს ოლქის მიმდებარედ ხანძრის გამო საფრთხე უკვე 36 ათასზე მეტ შენობას, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს ემუქრება.

ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობისთვის გაცემულია სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება. ამ დროისთვის დაახლოებით 8,580 ჰექტარია დამწვარი.

სატყეო და სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული. ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას სამი მეხანძრე დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში