აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

10 სექტემბერი 2024, 15:14 288 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს. საოჯახო სასტუმროს მფლობელებს შეუძლიათ ტურისტების შეფასების გარდა, ტურიზმის დეპარტამენტისგან "კარგი მასპინძლის" სტატუსიც მიიღონ.

პროექტი ევროპული მოდელის “good host”-ის ანალოგია და ქალაქგარეთ სტუმარ-მასპინძლობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატუსის მინიჭებისას ყურადღება მიექცევა, როგორც მომსახურების ხარისხს, ისე ავთენტურ გარემოს, ინტერიერსა და ექსტერიერს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საოჯახო სასტუმროს მფლობელ ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროს ადგილზე შეამოწმებს.

 “კარგი მასპინძლის” სტატუსის მიღების შემთხვევაში დეპარტამენტი მეპატრონეს საოჯახო სასტუმროს პოპულარიზაციას სთავაზობს, რაც ინფო და საგანმანათლებლო ტურებში ჩართვას ითვალსწინებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში