უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარყმების უფლებას ოფიციალურად მიცემენ

10 სექტემბერი 2024, 19:02 230 ნახვა

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენმა განცხადებით, ბაიდენი და სტარმერი ამ საკითხზე სასაუბროდ ერთმანეთს13 სექტემბერს შეხვდებიან.

„ბაიდენი პარასკევს ბრიტანეთის პრემიერთან განიხილავს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების დარტყმების განხორციელების უფლების მიცემას“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ხვალ, 11 სექტემბერს ერთობლივად ეწვევიან კიევს. ბოლო კვირეების განმავლობაში უკრაინა აქტიურად მოუწოდებდა მოკავშირეებს მოეხსნათ ყველა შეზღუდვა რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში