რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალისანქციები დაუწერა.

10 სექტემბერი 2024, 23:35 311 ნახვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ სიაში შევიდა ირანისა და რუსეთის ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი, ასევე ოთხი გემი, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს აწვდიდა იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს.

ამასთან, აშშ-მა დამატებითი შეზღუდვები დაუწერა ირანის წამყვან ავიაკომპანიას, Iran Air-ს.

პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა სამი ორგანიზაცია და განკარგულება გასცა ხუთი გემის კონფისკაციაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების სისტემების გადაცემაში.

აშშ-ს ფინანსთა სამისნტროს განცხადებით - „შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას“,

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში