სატელევიზიო დებატები ტრამპსა და ჰარისს შორის 

11 სექტემბერი 2024, 09:45 227 ნახვა

პირველი სატელევიზიო დებატები კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის. 90 წუთიანი პოლემიკა ფილადელფიაში, ABC-მ მოაწყო. დაპირისპირება ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისს, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სოციალური პოლიტიკას, აბორტის უფლებას და საცხოვრებლების  ფასებს შეეხო. დებატების მეორე ნაწილი კი საერთაშორისო კონფლიქტებს დაეთმო.

ტრამპმა დემოკრატები კონფლიქტების გაღვივებასა და მსოფლიო ომის ზღვრამდე მიყვანაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ჰარისმა ტრამპს დიქტატორებთან შესაძლო გარიგებაში დასდო ბრალი. დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ის უკრაინაში ომის დასრულებას და სურს თუ არა მას, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის. სანაცვლოდ კი კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, რადგანაც  ტრამპი, უბრალოდ, დანებდებოდა. 

ასევე  კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი  მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებაში დაადანაშაულა.

დებატები დემონსტრაციების პარალელურად მიმდინარეობდა, არიან დაკავებულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში