მსოფლიო რეკორდი

11 სექტემბერი 2024, 10:58 1133 ნახვა

სპორტსმენმა გიორგი გახელაძემ  მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ქობულეთიდან მალთაყვამდე  მოტოთი ზღვაზე 33 კმ  გაიარა. ენდურო მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე პირველი ქართველია, რომელმაც წყალზე 33 კმ გაიარა.

გასული წლის მაისში გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომლებმაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს.

გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე  საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში