უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის სასერტიფიკატო კურსი

11 სექტემბერი 2024, 10:08 204 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის ფარგლებში სასერტიფიკატო კურსის მეორე ნაკადის მიღებას იწყებს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, დარგის საუკეთესო ექსპერტებისგან, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღონ ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

კურსი დაფარავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის  დაზვერვისა და კონტრდაზვერვის განვითარების ისტორიას, მსოფლიოს სპეცსამსახურების გახმაურებული საქმეებსა და ანტიტერორისტულ ოპერაციებს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში