ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის - იტალიური მედია

12 სექტემბერი 2024, 12:49 437 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის. ალბანეთთან მატჩის შემდეგ კვარამ თქვა, რომ კოჭი გადაუბრუნდა, რის გამოც მეორე ტაიმი ტკივილით ითამაშა, ხოლო 75-ე წუთზე შეცვალეს. 

იტალიური მედიის ინფორმაციით ''ნაპოლის“ სამედიცინო გუნდმა ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა შეამოწმა და დაზიანება საგანგაშო არაა.

შესაბამისად, კვარაცხელია 15 სექტემბერს, „კალიარის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით 4 შეხვედრა გამართა მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში