ხსოვნის ტურნირი ძიუდოში

12 სექტემბერი 2024, 14:04 337 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „შავი ზღვის თასი“, რომელიც 2007-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ტარდება.

შეჯიბრებაში  საქართველოს გარდა ძიუდოისტები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან მონაწილეობენ.

„შავი ზღვის თასის“ გათამაშებაზე 200-მდე ჯუდოკა ასპარეზობს.

აჭარა ტურნირზე 16 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. დღეს შეჯიბრება ექვს წონით კატეგორიაში: 46-ში, 50-ში, 55-ში, 60-ში და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართება და ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდებიან. ხვალ კი ასპარეზობა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში