აქცია ხეების გადატანის წინააღმდეგ

08 აპრილი 2017, 00:00 3928 ნახვა

მოგზაური ხეები აჭარიდან გურიაში და მათი შეჩერების მიზნით გამართული აქცია მახინჯაურში. საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ძველი ბათუმი”-ს წევრები და მოქალაქეები პლაჟზე გადარგვის მოლოდინში მყოფ ტიტას ხესთან შეიკრიბნენ და რეგიონიდან ხეების მასობრივი გადარგვა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ რომ პროცესი ბუნებას ზიანს აყენებს და ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის. ამიტომ დეტალურ განმარტებას ითხოვენ, როგორ მოხდება იმ ტერიტორიების აღდგენა განაშენიანება, საიდანაც ხეები გააქვთ.

ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თუმცა გიორგი უძილაური სატელეფონო ზარს არ პასუხობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში