ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება

12 სექტემბერი 2024, 19:59 207 ნახვა

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ლაშა ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ, ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში უკანონო დაკავების 6 ფაქტს ჰქონდა ადგილი. აქედან 4 პირის გათავისუფლება ოპერატიულად მოხერხდა. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ასევე დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში