პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია

12 სექტემბერი 2024, 20:04 222 ნახვა

2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 9 პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში. პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში