საპროტესტო აქცია სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ

13 სექტემბერი 2024, 14:44 486 ნახვა

ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა #67-71 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის  მესაკუთრეებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. 

მოქალაქეები სამშენებლო  კომპანია „ეიჩ ბათუმს“  სამშენებლო ვადების დარღვევაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა  2022  წელს  უნდა  დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე  სხვა მისამართებზე ქირით ცხოვრობენ. მოქალაქეები გაწელილი დროის სანაცვლოდ კომპენსაციასაც ითხოვენ.

„ეიჩ ბათუმის“ დამფუძნებელი არჩილ ბერიძეა, რომელმაც ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, კომპანიის იურისტის პაატა ბერიძის განცხადებით,  კი მშენებლობის ნებართვა მერიისგან  მათ 2025  წლამდე აქვთ, იურისტი იმ მიზეზებს ასახელებს თუ რატომ გახდა საჭირო სამშენებლო ვადების გახანგრძლივება.

კონპენსაციასთან დაკავშირებით კი მოქალაქეებს მოუწოდებს  ან მოლაპარაკების გზით გადაჭრან პრობლემა ან მიმართონ შესაბამის უწყებას.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში