ფესტივალი „არტ შოუ“ იწყება

13 სექტემბერი 2024, 18:00 224 ნახვა

დღეს სტარტი აიღო ფესტივალმა „არტ შოუ“-  პირველი ღონისძიება ხვალ 20 საათზე სახელწოდებით "ნეაპოლური ჰანგები" გაიმართება.  როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, “არტ შოუს” მთავარი კონცეფცია არამხოლოდ თანამედროვე ქართული ხელოვნების და ხელოვანების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, არამედ სტიმულის მიცემაა ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც ხელოვნებაშიც პირველ ნაბიჯებს დგამენ. 

ფესტივალი წელს ბათუმის მერიამ კონკურსის "ფესტივალების მხარდაჭერა", ფარგლებში დააფინანსა.  რომლის მიზანიც რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და კულტურის სფეროში თავისუფალი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა. ფესტივალი მოიცავს მასტერკლასებს, ჩვენებებსა და გალა კონცერტს, რომელიც 25 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში